თავში

ფულის გათეთრების საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება

ფულის გათეთრების საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება
ფულის გათეთრების საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის, ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ასევე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system