თავში

ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება
ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმეზე "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლოს ჩვენებას მისცემს მამუკა ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედებათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system