თავში

ფურცხვანიძე: პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც გადავეცი რამიშვილს

ფურცხვანიძე: პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც გადავეცი რამიშვილს
ფურცხვანიძე: პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც გადავეცი რამიშვილს

პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს, - დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტების ჩანაწერები მიაწოდა, პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მასალების ავთენტურობაში, მაშინ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. 

"წარმოვადგინე და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ასე არ არის, მაშინ წარმოადგინოს ის, რაც მას მიაჩნია ჭეშმარიტად. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოპოვებულია კერძო საშუალებებით, აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ დავასახელებ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს. მთლიანად საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას", - აცხადებს დავით ფურცხვანიძე ,,ფორმულასთან" საუბარში.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა. 

მოგვიანებით კი, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა.

მიხეილ რამიშვილმა სატელიტის ფოტოს წყაროს ვინაობა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა. იგი ტელეფონზე დაუკავშირდა დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ წყარო ნამდვილად ის არის.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მან სატელიტით გადაღებული კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს ტყეში, სადაც მოგვიანებით ის აღმოაჩინეს, არ დგას.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system