თავში

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხება, რომელიც დაადასტურებს, რომ გიგი უგულავასა და გიორგი კაპანაძეს შორის არანაირი საუბარი არ შემდგარა, რაზეც კაპანაძემ ჩვენება მისცა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე, 2019 წლის 5 დეკემბერს სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები. მისივე თქმით, ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ გაჩუმებულიყო და უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

გამოძიება ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system