თავში

,,გააფორმეს თამუნას თვითმკვლელობის ვერსია!"

,,გააფორმეს თამუნას თვითმკვლელობის ვერსია!"
,,გააფორმეს თამუნას თვითმკვლელობის ვერსია!

ჟურნალისტი და ,,ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და წერს, რომ გამოძიებამ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია გააფორმა.

,,გააფორმეს თამუნას თვითმკვლელობის ვერსია! დაუსვეს ბეჭედი!

ნეტა შოთაძემ თუ იცის, რომ ადეიშვილი ქვეყნიდან მიშაზე ადრე წავიდა და ასლანმა თვითმფრინავში ადგილი ვერავისთვის გამონახა?!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system