თავში

გაათავისუფლებს თუ არა კარტოგრაფებს სასამართლო?!

გაათავისუფლებს თუ არა კარტოგრაფებს სასამართლო?!
გაათავისუფლებს თუ არა კარტოგრაფებს სასამართლო?!

დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალა ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ადვოკატები მათი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

დაკავებულებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავდებში ჩაუდგნენ. ისინი გეგმავენ, სასამართლოზე პატიმორბის თავდებით შეცვლა მოითხოვონ. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ხვალ სასამართლოს შევთავაზებთ ასობით ადამიანის თავდებობას. ეს იქნება ალტერნატიული ღონისძიება ჩვენ მიერ შეთავაზებული სასამართლოსთვის, პატიმრობის ნაცვლად. გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი გზა, ამასთან, იქნება დემონსტრირება იმის, რომ საზოგადოებას სჯერა ამ ადამიანების და ასეთი ფორმითაც გამოხატავენ", - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. 

დაცვის მხარე თვლის, რომ არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, თითქოს ბრალდებულები გამოძიებას მიემალებიან ან საქმეზე მტკიცებულებებს გაანადგურებენ. 

საქალაქო სასამართლოსთან პროცესის პარალელურად დაგეგმილია დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ. 

სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system