თავში

გადაუვადდა თუ არა სასჯელი დეკანოზ მამალაძეს - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

გადაუვადდა თუ არა სასჯელი დეკანოზ მამალაძეს - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
გადაუვადდა თუ არა სასჯელი დეკანოზ მამალაძეს - მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სხდომა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდა. მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიჩნია, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. 

გიორგი მამალაძის უფლებადამცველის, ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით, დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადება მოითხოვა.

ორგანიზაციაში იმედოვნებდნენ, რომ სასამართლო შეისწავლიდა და გაიაზრებდა საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებდა.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system