თავში

გადაამეტეს თუ არა აქციაზე პოლიციელებმა უფლებამოსილებას - ფაქტს ინსპექტორი იძიებს

გადაამეტეს თუ არა აქციაზე პოლიციელებმა უფლებამოსილებას - ფაქტს ინსპექტორი იძიებს
გადაამეტეს თუ არა აქციაზე პოლიციელებმა უფლებამოსილებას - ფაქტს ინსპექტორი იძიებს

აფხაზეთის მთავრობასთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცველების მხრიდან, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

,,2021 წლის 12 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system