თავში

გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივლა

გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივლა
გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივლა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

პროკურატურაში შესაბამისი სარჩელი გახარიას პარტიის წევრებმა, ანა ბუჩუკურმა და გიორგი დაუშვილმა შეიტანეს. 

საქმე ეხება "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც ყოფილი პრემიერი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულეს. 

"ჩვენი და ჩვენი გუნდის ლიდერის წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა, ეს არის დანაშაული. შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან, სწრაფი, განმჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს და პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე უნდა გამოიკითხოს. 

თუ გახარიას ეს დანაშაული არ დადასტურდება, და რა თქმა უნდა, არ დადასტურდება, ირაკლი კობახიძე ცრუ დასმენისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცეს"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს"კოკაინშიკი" უწოდა.

17 სექტემბერს გიორგიგახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ უდასტურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system