თავში

"გამაფრთხილა ჭკვიანად იყავიო" - ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას ზაზა სარალიძე დაემუქრა

"გამაფრთხილა ჭკვიანად იყავიო" - ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას ზაზა სარალიძე დაემუქრა
გამაფრთხილა ჭკვიანად იყავიო - ადვოკატი ამტკიცებს, რომ მას ზაზა სარალიძე დაემუქრა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე არსრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს წინ ინციდენტი უძღოდა, როგორც ბრალდებული მიხეილ კალანდიას  ადვოკატი აცხადებს, სასამართლოს დაწყებამდე მას ზაზა სარალიძე შეხვდა და დაემუქრა ჭვიანად ყოფილიყო. მისივე თქმით მსგავსი რეპლიკა ზაზა სარალიძისგან პირველი არ ყოფილა. მან მოსამართლეს სთხოვა ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს. 

„სასამართლო პროცესის დაწყებამდე გამაფრთხილა ჭკვიანად ვყოფილიყავი, მოვახდენ ფაქტებია კონსტანტაციას. 2019 წელს განაცხადა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აპირებდნენ შურისძიებას. 2019 წელს ზაზა სარაიძემ განაცხადა, რომ ვახდენდი მოწმეებზე ზემოქმედებას. მოსამართლეს მივმართე ფაქტთან დაკავშირებით თუმცა როგორც ჩანს საკმარისი არ იყო. გუშინ ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა მუქარისა და შანტაჟის წერილი თითქოს მოწმეებზე ვახდენ ზემოქმედებას, მაგრამ ეს ასე არ გაგძელდება. დღეს მოვითხოვ რადიკალურად, მიიღონ ზომები“- განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. 

ზაზა სარალიძე პროცესს დასაწყისში ესწრებოდა თუმცა მოგვიანებით სასამართლო დარბაზი დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ სექტემბეტს 51 სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რის შედეგადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system