თავში

გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ გადაიდო პროცესი - გვარამიას ადვოკატი

გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ გადაიდო პროცესი
გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ გადაიდო პროცესი - გვარამიას ადვოკატი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესი, იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

საძაგლიშვილის თქმით, მას უჭირს გუშინ დაანონსებული პროცესის გადადების მიზეზი, დღეს პანდემია რატომ გახდა. 

"გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ გადაიდო პროცესი და რატომ გახდა პანდემია გადადების მიზეზი ახლა, მაგრამ ფაქტია, რომ დამიკავშირდნენ სასამართლოდან და მითხრეს, რომ იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, პროცესი გადადებულია. ყოველ შემთხვევაში, გუშინ დაანონსებული  დღეს, 7 დეკემბერს ეს პროცესი არ ჩატარდება, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი 7 დეკემბრიდან განახლდებოდა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system