თავში

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს" - შს მინისტრის მოადგილე შატალოვას მკვლელობაზე

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს" - შს მინისტრის მოადგილე შატალოვას მკვლელობაზე
გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს - შს მინისტრის მოადგილე შატალოვას მკვლელობაზე

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად იქნენ მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, თბილისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე აქტიურად მუშაობს.

"გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. ყველა ვერსიასა და მიმართულებაზე აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ. ვახორციელებთ ყველა საჭირო საპროცესო მოქმედებას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ", – განაცახდა შს მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. 

ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system