თავში

გამომძიებელი: გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მივიღეთ

გამომძიებელი: გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მივიღეთ
გამომძიებელი: გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მივიღეთ

"არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო"-ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა გააკეთა. 

„ საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო კითხვებსა და მათ შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“-განაცხადა კვიციანმა. 

გამომძიებელმა ასევე განმარტა, რომ რადგან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე გიგა ბოკერია ერთხელ უკვე იყო გამოკითხული, მას გამოძიებამ ახალი კითხვები დაუსვა, რადგან დამატებითი დაკითხვისას ძველი გამოკითხვის დროს არსებული შეკითხვები არ მეორდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system