თავში

"გამწარებული, გაჭირვებული ხალხი თქვენს გულამდე არ მიდის?" - ბრალდებულის სიტყვა

"გამწარებული, გაჭირვებული ხალხი თქვენს გულამდე არ მიდის?" - ბრალდებული
გამწარებული, გაჭირვებული ხალხი თქვენს გულამდე არ მიდის? - ბრალდებულის სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე,  მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი სიტყვით გამოვიდა.

ლევან ზურაბაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონები უნდა შეიცვალოს.

"პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლია თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს - პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ",  - განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე, ზურაბიშვილს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system