თავში

"ბრალს არ ვაღიარებ"- საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო

"ბრალს არ ვაღიარებ"- საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო
ბრალს არ ვაღიარებ- საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის პირველი არსებითი განხილვა დაიწყო.

პროცესზე რურუამ მოსამართლის კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ დაკავებისას რამდენჯერმე დაირღვა მისი უფლებები, კერძოდ, დაკავებისას არ განუცხადეს თავისი უფლებების შესახებ, გარდა ამისა, არ დააკავშირეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან.

"ბრალს არ ვაღიარებ ბატონო მოსამართლევ, როგორც თქვენ არ გინახავთ თვალით ეგ იარაღი, ასევე, არ მინახავს არც მე", - განაცხადა გიორგი რურუამ.

მოსამართლის კითხვაზე, თუ სად იყო ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილი, გიორგი რურუამ უპასუხა, რომ ის "ბიძინას ციხეში, გლდანში" ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი,რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system