თავში

გაყალბებული ვიზები - რა კავშირში აქვთ ნოე სულაბერიძეს და გია ჯაჯანიძეს დანაშაულთან

გაყალბებული ვიზები - რა კავშირში აქვთ ნოე სულაბერიძეს და გია ჯაჯანიძეს დანაშაულთან
გაყალბებული ვიზები - რა კავშირში აქვთ ნოე სულაბერიძეს და გია ჯაჯანიძეს დანაშაულთან

ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზების დამზადების საქმეში ცნობილი პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის, ასევე ფსიქოლოგისა და ტელეწამყვანის, გია ჯაჯანიძის სახელები ფუგურირებს. 

მათ სახელებსა და გვარებს ბრალდებულები ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა ფარულ ჩანაწერში ახსენებენ.

სწორედ სულაბერიძისა და ჯაჯანიძის დახმარებით სთავაზობდნენ ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს ამერიკაში უკანონო გზით მოხვედრას. 

მომღერალსა და პროდიუსერს ჯიმი მაქაცარიასა და სოფიო ჩაგანავას ბრალი უკვე წარედგინათ.

დაზარალებული პირი კი "კურიერთან" ჰყვება, რომ ბრალდებულები მას 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანას ჰპირდებოდნენ, რისი ნაწილიც უკვე მას გადახდილი ჰქონდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ე.წ. ვიზა მიუტანეს, მიხვდა რომ ის ყალბი იყო და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

როგორც დაზარალებლი ამბობს, დაკავებულები მას ჰპირდებოდნენ რომ ამერიკაში უკვე ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის დახმარებით გაუშვებდნენ.

"გამაცნო თავი როგორც პროდიუსერმა ზურა მელაშვილმა. მითხრა, რომ ტარდებოდა კინოფესტივალი ამერიკაში, საქართველოდან კი  ჯგუფი მიდიოდა, ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ და საქარტთველოს ჰქონდა გამოსვლა 6 აგვისტოს. მეც ამ ჯგუფით წამიყვანდნენ. უნდა შევსულიყავით საელჩოში 29-ში, მანამდე გამომიტანეს ვიზა და გამიკვირდა კიდეც, შესვლის გარეშე ვიზა როგორ გამომიტანესთქო. დავეჭვდი და როცა ჩემი ეჭვების შესახებ ვუთხარი, თვითონაც შეშფოთდნენ, არ ელოდნენ რომ მე გავიგებდი და თქვეს, რომ ვაიმე ჩვენც მოგვატყუესო. ამის მერე გავიდა 6 თვე, მიცემული მქონდა თანხის ნაწილი და მერე იძახდა, რომ ჯაჯანიძის შოუ მიდის და იმას გაგაყოლებ 23 სექტემბერსო, ჩაწერა აქვს ამერიკაშიო, ნოე სულაბერიძესაცო. მაგათ იციან ყველაფერი შენზეო და წაგიყვანენო. ეს ადამიანი იყენებდა ალბათ მათ სახელებს. ამინაზღაურონ ყველაფერი, მე მათგან სხვა არაფერი არ მინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

დაკავებული სოფიო ჩაგანავა ბრალს არ აღიარებს, ხოლო, რაც შეეხება ჯიმი მქაცარიას, მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა ადასტურებს რომ სავიზო მომსახურებას ნამდვილად ეწეოდა.

"ის ეწეოდა სავიზო მომსახურებას. გარკვეული მომსახურების საფასური აქვს მიღებული და აბსოლუტურად, მის მიერ თაღლითობა არ არის ჩადენილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, არც ერთი ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი მას არ გამოუყენებია. ფარულ ჩანაწერში შეიძლება დაზარალებული ახსენებდეს ვინმე ცნობილ პირებს, მაგრამ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეთანხმებოდეს, თითქოს და ვინმე ცნობილ პირებთან ერთად უნდა გაეშვა ეს კონკრეტული პირი უცხოეთში,“ - ამბობს ადვოკატი, ნანა ფილაური.

დანაშაულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system