თავში

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს აქვს გარკვეული შეკითხვები - ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს აქვს გარკვეული შეკითხვები - ადვოკატი
გარდაცვლილი ექთნის ოჯახს აქვს გარკვეული შეკითხვები - ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს გამოძიებასთან გარკევეული შეკითხვები აქვთ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იყოს გარკვეული საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა მეგი. ხომ არ იყო აცრის გაკეთების გამომრიცხავი გარემოებები. აცრის შემდეგ რამდენად სწორად მოხდა უკუეფექტების მართვა და რამდენად დროული იყო ეს მართვა.

"ყველაფერმა ერთად კომპლექსურად ხომ არ გამოიწვია მეგის გარდაცვალება და ასეთი ფატალური შედეგი?!“, - განაცხადა ვახტანგ ბარამიშვილმა.

სამედიცინო ისტორიას დარგის ექსპერტები სწავლობენ. ექსპორტიზა ტარდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ადვოკატის განცხადებით ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს მოლოდინი, რომ ბიური უფრო ოპერატიულად შეისწავლის საქმეს და დადბს დასკვნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system