თავში

მაკიაჟისა და თმის გასწორების გამო გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა

გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა
მაკიაჟისა და თმის გასწორების გამო გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა გალერია თბილისის მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების გადახდა. 

განცხადებას მენეჯერის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბრძანების ბათილობის და სამსახურში აღდგენის ნაწილში, 2020 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე, კომპანია „მინისო ჯორჯიამ“ სარჩელი ცნო, იძულებითი განაცდურის ნაწილში კი მხარეთა შორის სამართლებრივი დავა გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, განხორციელებული რეორგანიზაციისა და ახალი კორონავირუსის პირობებში, ცვლილება განიცადა მენეჯრის თანამდებობრივმა სტატუსმა და სარგომ, კომპანია პანდემიის პირობებში არ საქმიანობდა, არ გაიცემოდა ხელფასი დასაქმებული სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გათავისუფლებული მენეჯერის მიმართ გაცემულიყო იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურება თანამდებობისთვისთვის დადგენილი ახალი სახელფასო პოლიტიკისა და კომპანიის ფაქტობრივი მუშაობის პერიოდის მიხედვით, რაც არც მოსარჩელის და შემდგომში, არც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს შპს „მინისო ჯორჯიას" მენეჯერის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდუნის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან – 2019 წლის 22 ნოემბრიდან აღდგენამდე, ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის - 1200 ათასი ლარის ოდენობით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

შეგახსენებთ,  მაღაზიათა ქსელმა "მინისომ" სამსახურიდან  მაღაზიის მენეჯერი გენდერული ნიშნით გაათავისუფლა. მას მაკიაჟი და თმის გასწორება შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაუთვალეს.

ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში, 3,500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. 

საქმე მოსამართლე: ია ლაბაძემ განიხილა. 

მენეჯრის კანონიერ ინტერესებს: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტები: ანა ფუტკარაძე და თამარ ციხიშვილი წარმოადგენენ, კომპანიის ინტერესებს კი იურისტები: დავით ფუხაშვილი და მარიამ დვალიშვილი წარმოადგენდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system