თავში

გაუფორმდებათ თუ არა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება

გაუფორმდებათ თუ არა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება
გაუფორმდებათ თუ არა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ორი პირის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქმის პროკურორის განმარტებით, შეთანხმება მხარეებს შორის იმ შემთხვვაში გაფორმდება, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. 

“ როგორც ბრალდებულებმა წინა სხდომაზე განმარტეს, მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს. მცირე დროა გასული. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. თუ პირი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მასთან არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება”-განაცხადა პროკურორმა.

20 ივნისის ღამეს დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდა, სადაც ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. სამივე მათგანი პოლიციელია, აქედან ერთ-ერთს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა კონკრეტული დამნაშავის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. 

როგორც დაცვის მხარის ადვოკატი აცხადებს მოწმეები რაიმე კონკრეტულ დანაშაულის ფაქტებზე ვერ საუბრობენ. 

ცნობისთვის, დასაკითხთა სიაში სულ 200-მდე პოლიციელია. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system