თავში

გავრცელებული კადრები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილზე ძალადობას - მარიამ ჯიშკარიანი

გავრცელებული კადრები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილზე ძალადობას - მარიამ ჯიშკარიანი
გავრცელებული კადრები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილზე ძალადობას - მარიამ ჯიშკარიანი

"კადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას, რაც ევრო სასამართლოს მე 3 მუხლის დარღვევაა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცენტრი "ემპათიის" თავმჯდომარე მარიამ ჯიშკარიანი იმ კადრების შესახებ წერს, რომელიც პენიტენციურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის პროცესია აღწერილი.  

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კარდებს ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო,"- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system