თავში

გეჯაძე: შაქარაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებები, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად

გეჯაძე: შაქარაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებები, ვერ იქნებოდა
გეჯაძე: შაქარაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებები, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად

რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, აღნიშნულ დაზიანებებს გარდაცვლილი ვერც ავტომობილის დაჯახების შედეგად მიიღებდა.

„შეკითხვები ეხებოდა დაზიანებების შესაძლებლობებს. იმას, რაც გვეწერა დასკვნაში, რომ რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად, ვერც ფერდობზე ჩაგორების რეჟიმში და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ეს პასუხები დავუდასტურე. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც დაცვის მხარემ დამისვა იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის პირობებში, მანქანის შეჯახების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა მიეღო ის დაზიანებები შაქარაშვილს. ბუნებრივია, გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო მარტივი მიზეზის გამო – მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით და იმით, რომ გვამის გამოკვლევის დროს არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა.- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.


ცნობისთვის, მცხეთის რაიონალურ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system