თავში

გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის ვერსიაზე: ეს არის ზღაპარი

გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის ვერსიაზე: ეს არის ზღაპარი
გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის ვერსიაზე: ეს არის ზღაპარი

სწორი თარგმანი რომ მიეწოდებინათ, ასეთი ვერსიები აღარ განვითარდებოდა, - ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ გააკეთა. 

მისივე თქმით, გვამს ლპობითი პროცესები აღენიშნებოდა და ეს ფოტოებზეც ჩანს. 

"ეს არის ზღაპარი, რადგან თვითონ იმ გალინამ (ექსპერტმა) თქვა, რომ გვამს ლპობითი ცვლილებები არ აღენიშნებოდაო. დასკვნაში კი, წერია, რომ აღენიშნებოდა ეს ცვლილებები გვამს და სწორედ ლპობითი ცვლილებებია მთავარი. მისთვის სწორი თარგმანი რომ მიეცათ, ის აღარ განავითარებდა ასეთ ვერსიებს და არანაირი საუბარი არ იქნებოდა, არც ქალა-ფუძის მოტეხილობაზე და ასე შემდეგ.

ქალბატონი გალინა ამბობს, რომ ლპობა არ არის, ამ დროს ლპობის პროიცესები ფოტოზეც ჩანს. როგორ შეიძლება ქალა-ფუძის მოტეხილობაზე ვისაუბროთ, როდესაც თავის ტვინი გამოკვლეულია და არანაირი სისხლჩაქცევა არ არის," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system