თავში

გელხაური: ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია

გელხაური: ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია
გელხაური: ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოგვიკლა ყველანაირი გონივრული ვადის შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარე მომზადებულიყო მკვლელობის ნაწილში მტკიცებულებების მოპოვებაში, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. 

მისივე თქმით, სასამართლოს და ბრალდების მხარეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტერესების დაკმაყოფილება.

"პროკურატურამ მოითხოვა 2-კვირიანი ვადა, რომ საქმე წასულიყო სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოგვიკლა ყველანაირი გონივრული ვადის შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარე მომზადებულიყო მკვლელობის ნაწილში მტკიცებულების მოპოვებაში, გარკვეული მოწმეთა ჩვენებების ამოკითხვაში და გვითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებს დაცვის მხარე რას წარმოადგენს. სასამართლომ ჩვენ მოგვეცა 9 - დღიანი ვადა, რომ მოვემზადოთ ამ მძიმე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში და ფაქტობრივად დაცვის უფლება მოგვიკლა.

ეს საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია და როგორც სასამართლოს, ასევე ბრალდების მხარეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტრესების დაკმაყოფილება და "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრი 109-ე მუხლით მოხვდეს ციხეში," - განაცხადა გიორგი გელხაურმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებითსისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.პროკურატურის თქმით,გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system