თავში

გია ხუხაშვილი: ბატონო ბიძა, თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ

გია ხუხაშვილი: ბატონო ბიძა, თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ
გია ხუხაშვილი: ბატონო ბიძა, თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ

ექსპერტი გია ხუხაშვილი გარდაცვილილი შაქარაშვილის ბიძის განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ებრძოდეს გარდაცვლილის ბიძა მათ, ვინც თუნდაც პოლიტიკური ინტერესის გამო, ჭირისუფლის მხარეზეა და სიმართლის დადგენას ცდილობს.

"ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს ხმალამოღებული გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც თუნდაც არასწორად, სპეკულაციურად, პოლიტიკური ინტერესით, მაგრამ მაინც ჭირისუფლის მხარეზეა. შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ამ დროს სპეკულაციაც კი სიმართლის დადგენის ინტერესზე მუშაობს, რადგან მამაძაღლობის შანსს არ უტოვებს სისტემას.

ბატონო ბიძა, შეიძლება ბევრ შეფასებაში დაგთანხმდებოდით კიდევაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ და მხოლოდ მერე ყველაფერი სხვა..." - წერს გია ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system