თავში

გიგი წერეთელი: ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს

გიგი წერეთელი: ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს
გიგი წერეთელი: ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან ისაუბრა.

წერეთელის თქმით, სასიხარულოა, რომ მძევლები გათავისუფლდნენ, თუმცა, ეს ოპერაცია მთლიანობაში ვერ ჩაითვლება წარმატებულად, რადგან მძარცველი არ არის დაკავებული და თანხაც არ არის დაბრუნებული.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ საქმის ასეთი დასასრული იქნება წამახალისებელი ამ ტიპის დანაშაულებებისათვის, ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის კი, დამნაშავის დაკავება და დასჯაა აუცილებელი.

„რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანა იყო ის, რომ მძევლები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ, ეს არის ძალიან კარგი და ყველას ვულოცავ ამ ამბავს, მაგრამ მთლიანობაში კარგად ჩატარებული ოპერაცია ყოველთვის, ყველა სტანდარტით, მაშინ ითვლება, როცა მძევლებიც განთავისუფლებულები არიან, მძარცველიც არის დაკავებული და ის ფულიც დაბრუნებული.

შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ამბის ასეთი დასასრული წამახალისებელი იქნება მსგავსი დანაშაულის. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, სწორედ სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად და ვინც ჩადის დანაშაულს ის დაისაჯოს.“ - აცხადებს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system