თავში

გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა

გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა
გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.  

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ფონდიდან თანხების გაფლანგვისთვის პატიმრობას ითხოვდა. 

სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე აქვს მოხდილი, მას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე, 2019 წლის 5 დეკემბერს სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები. მისივე თქმით, ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ გაჩუმებულიყო და უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

გამოძიება ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system