თავში

გიგი უგულავას საქმის მოწმე: მემუქრებოდნენ, უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი

გიგი უგულავას საქმის მოწმე: მემუქრებოდნენ, უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი
გიგი უგულავას საქმის მოწმე: მემუქრებოდნენ, უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე, დღეს სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები. მისივე თქმით ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ გაჩუმებულიყო და უგულავას და კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

"საუბარია, თანხების უკანონო ლეგალიზაციაზე, რომელიც 2014 წელს იყო. ჩართული პირები იყვნენ დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. მათი დაკავების შემდეგ იყო მუქარები. ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს მივმართე. მუქარა ჩემ ოჯახს ეხებოდა. უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი და ჩვენება აღარ მიმეცა. უგულავა და კეზერაშვილი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ. ეს ხდებოდა ფიქტიური ხელშეკრულებებით", -განაცხადა კაპანაძემ.

გამოძიება ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system