თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას 109-ე მუხლი დაემატა, ფეხბურთელის საქმეში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

გამოძიებას დაკავებულთათვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა აქვს.

იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული სასმართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა,რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system