თავში

გიორგი გაბუნია: მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო 

გიორგი გაბუნია: მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო 
გიორგი გაბუნია: მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო 

„მე მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია. დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი," - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გააკეთა. ის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც გამოძიებას ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მისცეს. 

"ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. მე მქონდა, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება შესაძლო ლიკვიდაციის მოტივს, გაბუნიას თქმით, „ ეს ყველასთვის ნათელია“ .

„მოტივი არის ის, რისი ვარაუდიც მე მაქვს და მე მგონი ეს ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მითუმეტეს, რუსეთიდან?- განაცხადა გაბუნიამ.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

მოგვიანებით სუს-ში ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არც ერთი მათგანი უწყებაში არ მივიდა. მათ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვეს. გიორგი გაბუნიას გარდა, სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიაც მივა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system