თავში

გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს - განახლებულია

გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს
გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს - განახლებულია

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში იკითხება. უწყების ცნობით გამოკითხვა ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

გაბუნიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოწმის სახით აქამდე გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ასე მოხდა გიორგი გაბუნიას შემთხვევაშიც.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ტელეწამყვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერ იტყვის, თუ რა ტიპის კითხვები დაუსვეს. „საქმე შეეხება სხვადასხვა თანხებს“, - თქვა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system