თავში

გიორგი გაბუნია პროკურატურის შეთავაზებას დათანხმდა

გიორგი გაბუნია პროკურატურის შეთავაზებას დათანხმდა
გიორგი გაბუნია პროკურატურის შეთავაზებას დათანხმდა

იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, ჟურნალისტმა და "მთავარი არხის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდეს პროკურატურის შეთავაზებას და მის უსაფრთხოებაზე, პირად მცველებთან ერთად, სახელმწიფო დაცვამაც იზრუნოს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, დაცვასთან დაკავშირებით დეტალები ხვალ შეთანხმდება, მას შემდგ, რაც გიორგი გაბუნიას ადვოკატი პორკურატურაში მივა. 

სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებით შეთავაზება გიორგი გაბუნიამ დღეს საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით. 

აღნიშნული შთავაზებიდან გამომდინარე, გაბუნია ფიქრობს, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. 

15 ივნისს, ტელეკომპანიებმა - "ფორმულამ" და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გიორგი გაბუნიასა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ჟურნლისტის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

აღნიშნულ განცხადებებს კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც გაბუნიას მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, მისი პირადი მტერი გახდება. თავის მხრივ, გაბუნუამ კადიროვს უპასუხა, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და კადიროვი დაჩოქილს ვერასოდეს ნახავს.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ, როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system