თავში

გიორგი გახარია: ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით

გიორგი გახარია: ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით
გიორგი გახარია: ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თავისი გუნდის წევრს, გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა. 

გახარიამ Facebook-ზე დაწერა, რომ დარწმუნებულია, ლორთქიფანიძე უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.

ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას", - ნათქვამია გიორგი გახარიას Facebook პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system