თავში

გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე ციხეში იმსჯელებენ

გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე ციხეში იმსჯელებენ
გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე ციხეში იმსჯელებენ

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში 5 მარტს,  იმსჯელებენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოაცხადა და აღნიშნულის მიზეზად, მამალაძის საქალაქო სასამართლოში გამოუცხადებლობა დაასახელა. მოსამართლის თქმით, მამამალძეს გადაადგილება შეუძლია, თუმცა პროცესზე მაინც არ გამოცხადდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მონა უწოდა. მისი თქმით, დეკანოზ მამალაძეს ინფორმაციაც კი არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ დღეს პროცესი უნდა გამართულიყო. 

„ეს მიზანმიმართულია. გუშინ ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ საერთოდ პროცესი ჰქონდა. თქვენ არ გსურთ მედიამ ნახოს, რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩემი ძმა. თქვენ მსახურობდით საპატრიარქოში და თქვენ ხართ მონა“, - განაცხადა მამალაძემ. 

ინციდენტის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა. 

„ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა სხდომა საჯარო ყოფილიყო და ეს შეურაცხყოფა არ მომესმინა. საქმის განხილვა ნაცვლად სასამართლო სხდომის დარბაზისა, ჩატარდება მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მსხილაძემ. 

ცობისთვის, ოჯახი დეკანოზის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადებას მოითხოვს. 

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადება მოითხოვა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system