თავში

გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გიორგი მენაბდე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის წინასასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესზე პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს ასევე შესთავაზეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვა, თუმცა, მენაბდემ აღნიშნულზე უარი განაცხადა

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი მენაბდეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system