თავში

გიორგი მერაბაშვილის ადვოკატი: ხელყუმბარა არ არსებობს

გიორგი მერაბაშვილის ადვოკატი: ხელყუმბარა არ არსებობს
გიორგი მერაბაშვილის ადვოკატი: ხელყუმბარა არ არსებობს

გიორგი მერაბაშვილის ადვოკატი წუხელ გიორგიწმინდაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს. 

მისი თქმით, სამართალდამცველები მერაბაშვილთან მეუღლის საჩივრის გამო დასაკავებლად მიდიოდნენ. თავად ბრალდებული კი მათ მიღებაზე უარს აცხადებდა მანან, სანამ შემთხვევის ადგილზე ადვოკატი არ მივიდოდა. 

თამარ აბესაძის თქმით ხელყუმბარა, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არ არსებობს და ბრალდებულს თან იარაღი არ ჰქონია. 

"პოლიცია მიდიოდა იმიტომ, რომ საჩივარი იყო შესული. მიმდინარეობს გამოძიება და მიდიოდა პოლიცია, რომ უნდა დაეკავებინათ. რაც შეეხება იმას, რომ გიორგი, რომელმაც პირველად მე დამირეკა და მთხოვა, რომ მივსულიყავი, იმიტომ,რომ პოლიციას არ მიიღებდა თუ მე არ მივიდოდი და ფატალური შედეგით შეიძლება დამთავრებულიყო მისი გუშინდელი საღამო.

თვითმხილველები ოთახში მე როგორც ვიცი დადსტურებული ინფორმაციით, რომ არავინ იმყოფებოდა. პირადად შევედი პირველი იმ სახლში. 

ინფორმაცია გავრცელებული იმის შესახებ, რომ თითქოს ხელყუმბარა ეჭირა ხელში გახსნილ მდგომარეობაში, მას არანაირი იარაღი ხელში არ ეკავა. წუხანდლამდე არანაირი ხელყუმბარა არ იყო ამოღებული... ზუსტად ვიცი, რომ ვერანაირ ხელყუმბარას ვერ ამოიღებდნენ, იმიტომ, რომ არ არსებობს ხელყუმბარა", - განაცხადა თამარ აბესაძემ. 

29 წლის მამაკაცი გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში წუხელ თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს ერთ საათზე მეტხანს აწარმოებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system