თავში

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატი, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system