თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

დაკავებულებს, რომელთა შორის 6 არასრულწლოვანია, პროკურატურამ ბრალი გუშინ, 27 ივნისს წაუყენა

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს აცნობეს პოლიციას. ფეხბურთელის სამძებრო ღონისძიებები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system