თავში

გიორგი შონიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

გიორგი შონიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
გიორგი შონიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

ზურაბ დადაშელის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი შონიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system