თავში

გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს
გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. მიზეზი 5 ივლისს მასსა და სამართალდამცველი ორგანოს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციაა, რომლის დროსაც, როგორც თაბაგარი თავად ამბობს, არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა.

"2-3 საათია, ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ადგილას და მირეკავს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას". - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system