თავში

გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ბრალდების მხარე ნარიმანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან  გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით გიორგი ნარიმანიძე 20 ოქტომბერს დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system