თავში

"გიორგის ბოლომდე ვინც დაედევნა და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი"

"გიორგის ბოლომდე ვინც დაედევნა და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი"
გიორგის ბოლომდე ვინც დაედევნა და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მას დაედევნ. 

"ერთია რამდენი ადამიანი მისდევდა და შემდეგ გიორგის ბოლომდე ვინ მიჰყვა. გიორგის ბოლომდე ვინც მიჰყვა ისიც ვიცი, რამდენი გაყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. რამოდენიმე ადამიანი დაედევნა. ერთი ადამიანი არ იყო, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რამდენი იყო. ამირხანაშვილთან დარჩა რაღაც ნაწილი და რაღაც ნაწილი გაეკიდა ქვემოთ გიორგის" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლაძემ განაცხადა, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული109 -ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობს გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system