თავში

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ჯარიმა ასომთავრული და ნუსხური ანბანით გაასაჩივრა

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ჯარიმა ასომთავრული და ნუსხური
გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა ჯარიმა ასომთავრული და ნუსხური ანბანით გაასაჩივრა

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა, ირაკლი კუკანიამ საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა ასომთავრული და ნუსხური ანბანით დაწერილი ტექსტით გაასაჩივრა.  

Facebook-ზე ის წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან ჩატარებული პერფომანსის გამო სამმაგად დაისაჯა.

"200 ლარი ჯარიმა (საპატრულო პოლიცია), 2000 ლარი ჯარიმა (სასამართლო დადგენილება), 48 საათიანი პატიმრობა (საპატრულო პოლიცია).

დღეს ადვოკატ გურამ კონტუაძესთან ერთად გავასაჩივრეთ 200-ლარიანი ჯარიმა და ფოსტით გავუგზავნეთ საპატრულო პოლიციას.

ტექსტი შედგენილია ასომთავრული და ნუსხური ანბანით, რათა ჩვენ მიერ დაწერილი საჩივარი წაიკითხონ გულისყურით და ყურადღებით

. რადგანაც ქართველების ტრადიციაა თავისუფლება, პატივი მივაგეთ თავისუფლებისათვის მებრძოლ წინაპრებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ასევე, გააპროტესტებდნენ მსგავს უსამართლობას", - წერს ირაკლი კუკანია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system