თავში

გლდანის დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევიდა

გლდანის დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევიდა
გლდანის დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევიდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის გიორგი მიქელაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარატამენტში დაწყებულია გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

„დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა მასმედიით და რაც ყველამ კარგად იცით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდგომში სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდეს მისი გამოთხოვა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემვერს გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი ცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერტი შეურაცხყოფა მიარენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system