თავში

გოგი წულაია წერილს ავრცელებს

გოგი წულაია წერილს ავრცელებს
გოგი წულაია წერილს ავრცელებს

"მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში" , - ამის შესახებ გოგი წულაია წერს. 

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.

პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.

ასევე, შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებით, ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "რიონის ხეობის მცველებს" და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

პატივისცემით თქვენი გოგი წულაია", - წერს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

წულაიამ პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიას ბრალდება წარუდგინა.

19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გოგი წულაია პროტესტის ნიშნად 13 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system