თავში

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ report.ge-ს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წულაია მოძრაობისას წაიქცა.

„მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. უკვე 10 დღეა შიმშილობს, 15 კილო აქვს დაკლებული. არც მედიკამენტებს იღებს. ხელის კიდურები აქვს გაშავებული, რაც სახიფათოა“, – განუცხადა report.ge-ს გელბახიანმა.

ცნობისთვის, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიასბრალდება წარუდგინა.

19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system