თავში

გოგი წულაია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

გოგი წულაია ციხიდან მიმართვას ავრცელებს
გოგი წულაია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

"თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი გოგი წულაია facebook-ზე, წერს რომ ის უკვე ერთი კვირაა შიმშილობს და არც მედიკამენტებს იღებს. პოლიტიკოსი მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს. 

წულაიას თქმით, გადაწყვეტილება, მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, წინასწარ იყო მიღებული. 

"10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე. ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია... 

მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს. მოთხოვნა ერთია, გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში",-ამბობს გოგი წულაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system