თავში

გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

გოგი წულაის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა.

გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system