თავში

გომელაური: ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება

გომელაური: ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება
გომელაური: ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება

ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის და ვფიქრობ, მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს შინდისში ვიზიტისას განუცხადა.

რაც შეეხება საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვას, შს მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, FBI პროცესში ჩაერთვება.

„თუ საჭიროება იქნება ჩართვება, სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით. ამაზე ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახი გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system