თავში

"გონებადაკარგული ტურისტი მტკვარში გადააგდეს" - პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს

"გონებადაკარგული ტურისტი მტკვარში გადააგდეს" - პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს
გონებადაკარგული ტურისტი მტკვარში გადააგდეს - პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს

გორში მოკლული ტურისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის შესახებ პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულებმა 28 წლის მუსიკოსზე იძალადეს, მის მობილურ ტელეფონსა და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იმავე დღეს, გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ.

ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა", - აცხადებენ პროკურატურაში.

ნახეთ, რას წერდა გორში მოკლული ტურისტი საქართველოზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system