თავში

გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა

გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა
გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა

პოლიტიკოს გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, სახეზეა შესაძლო სქესობრივი დანაშაულის ნიშნები, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას, გოგი წულაია არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.

"ჩემი სურვილია, რომ სხდომა არ დავხუროთ, რა მაქვს დასამალი. დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისთვის, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

გუშინ, 18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიას ბრალდება წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system